აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს.

საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის მიერ გამოტანილი საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

მათი ცნობით, ბიურომ მხარი დაუჭირა ამავე მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის ვადის გაგრძელებას.

დადგენილების პროექტი „უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-23 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარუდგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კანონმდებლებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს ოთხი კომიტეტის 2021-2022 წლების კორექტირებული სამოქმედო გეგმები, რომლებიც სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბიურომ ცნობად მიიღო ინფორმაცია გია აბულაძის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა