ანზორ მელია კომბინატის დასახლებაში მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია კომბინატის დასახლებაში მხარდამჭერებს შეხვდა და ზუგდიდის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ის შეკრებს ახალგაზრდებს, ყველა ღირსეულს, არცერთს არ დაითხოვს და იქნება ყველას ქალაქის მერი.

„ალბათ იფიქრებთ, წარმატებული ექიმი, რომელსაც პირველი წარმატებული კარდიოლოგიური კლინიკა აქვს, ყოველდღიური საკვების ფულზე საზრუნავი არ აქვს, სად მოდის, აუტკივარ თავს რატომ იტკიებს? მოვედი თქვენი სიყვარულის გამო. ზუგდიდში მივიღე განათლება, მაგრამ პირველ რიგში ოჯახმა, მეზობლებმა, ნათესავებმა მომცეს კაცობა. სიყვარული ჩამინერგეს. მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სიყვარული კი არ ჩამინერგეს, არამედ მეზობლების, ნათესავების მიმართ. მე ზუგდიდი მახსოვს ბედნიერი და ურთიერთობაც იყო ძალიან ლამაზი. ყველა პაციენტი ჩემთვის პაციენტია. მე არ ვარჩევ რომელი პოლიტიკური სფეროდან არის ის.

გვეუბნებიან, რომ ქუთაისიდან იაფია თვითმფრინავის ბილეთები და წადით. რა უქნეს ახალგაზრდებს, როცა გერმანიაში გაუშვეს სამუშაოდ და რა პირობებში აცხოვრებდნენ?! მთელი საქართველო გასულია საზღვარგარეთ და ოჯახებს ასე ინახავენ. ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანმა აქ იპოვოს საარსებო საშუალება და ოჯახს მიხედოს.

დღეს, ჩვენ ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. რუსეთს აწყობს, რომ საქართველო დააქუცმაცოს, ოჯახები მოსპოს და გაანადგუროს. ჩვენ გვინდა საქართველო ისეთი, სადაც ყველა ჩვენგანი ბედნიერი იქნება.ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს აღორძინება. მე ჩამოვედი თქვენი სიყვარულის გამო, რომ ყველას მოგეფეროთ, ყველას გაჩვენოთ, რომ ქალაქის მერი იქნება თქვენი ოჯახის მეგობარი, თქვენი ოჯახის დამხმარე და არასოდეს ზემოდან არ დაგიწყებთ ყურებას.

ახალგაზრდები შექმნიან ზუგდიდის დიდებას, ხანში შესულ ხალხთან ერთად. ზიზღი, ურთიერთშუღლი, შური, უნდა დავივიწყოთ, ერთად უნდა დავდგეთ. შევკრებ ახალგაზრდებს, ყველა ღირსეულს, არცერთს არ დავითხოვ, მე ვიქნები ყველას ქალაქის მერი", - აღნიშნა ანზორ მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო