ილია ვერძაძე - სააკაშვილმა დაკარგა აქტუალობა და ცდილობს თავი შეახსენოს ადამიანებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ილია ვერძაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ამომრჩევლისათვის თავის შეხსენების მორიგ მცდელობად აფასებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხანია დაკარგა აქტუალობა.

„არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ მსგავსი განცხადება მისი მხრიდან პირველი არ არის და უკვე მოსაბეზრებელიც კია. აქ მთავარი სრულიად სხვა რამაა, კერძოდ, ის რომ იმ უსუსური მდგომარეობის ფონზე, რაშიც ოპოზიციამ ჩაიყენა დღეს თავი, ჩვენ ვხედავთ რაღაც მიზეზების გამალებულ ძიებას, რის საფუძველზეც ცდილობენ მუხტის წამოწევას თავის მხარდამჭერებში და ეს, ალბათ, ამ განცხადების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს განცხადება მორიგი მცდელობაა ამომრჩევლისადმი თავის შეხსენებისა, რომელსაც სააკაშვილი აღარც ახსოვს.

მისი ჩამოსვლის შემთხვევაში აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს კანონის მოთხოვნაა და ყველა ვალდებულია კანონს სცეს პატივი. კანონი უზენაესია და ის ყველასთვის ერთია. ვიღაც ეთანხმება ამას თუ არ ეთანხმება, მოსწონს თუ არ მოსწონს. მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხანია დაკარგა აქტუალობა და ამგვარად ცდილობს თავი შეახსენოს ადამიანებს. საბედნიეროდ, ძალიან ბევრმა დაუსვა სწორი დიაგნოზი მის ეპოპეას და ხედავენ, რომ მაშინ, როცა საქართველო მიდის ევროპისკენ, განვითარებისკენ, მათი ტყუილები, მცდელობა დესტრუქციისა, უმრავლესობისთვის სამართლიანად მიუღებელია", - აცხადებს ილია ვერძაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა