ლევან იოსელიანი - თავიდანვე მიმაჩნდა, რომ შარლ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გენპროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერია

ამ შემთხვევაში ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს, თავიდანვე მიმაჩნდა, რომ შარლ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მეორე პრობლემური პუნქტი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ცესკო-ს საკითხი იყო, რამაც არ იმუშავა და თავმჯდომარედ ,,მივიღეთ ისეთი ფიგურა, რომელზეც პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა“.

,,მეორე ასეთი პრობლემური პუნქტი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევის შესახებ ჩანაწერი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაგვანახა, რომ არ იმუშავა და ფორმალურად გავლილი პროცესის შესახებ მივიღეთ ისეთი ფიგურა, რომელზეც პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა. ეს ორი ჩანაწერი ამ შეთანხმებაში არ იყო შედეგზე ორიენტირებული, თუმცა მეორე მხარეს იმ ეტაპზე იყო უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, შემდგარიყო პოლიტიკური შეთანხმება და დაძლეულიყო პოლიტიკური კრიზისი. სწორი იყო ყველა, ვინც ამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მათ შორის ჩვენც, რადგან სიკეთე, რომელიც მეორე მხარეს იყო ბევრად აღემატებოდა სამართლებრივად არასწორ ჩანაწერებს, რომელიც ამ შეთანხმებაში გვქონდა. ჩვენს პარტნიორებსაც ყოველთვის ვუფიქსირებდი, რომ ეს ჩანაწერები არ იმუშავებდა, რაც ასე მოხდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ვიცე-სპიკერის აზრით, შესაძლოა, შეცდომები დავუშვათ საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ როდესაც საქმე კონსტიტუციას ეხება, პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ფარავდეს სამართლებრივ ჭეშმარიტებას და ,,ეს ჭეშმარიტება ამბობს, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტიდან ამოსაღებია".

,,არ ვარ მომხრე კონსტიტუციაში ხელოვნურად შევიტანოთ კვაზი-დემოკრატიული მოდელები, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მძიმე შედეგს იძლევა. ამის კარგი მაგალითია საპროკურორო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელმაც შედეგად მოგვიტანა გენერალური პროკურორის არჩევაზე მსჯელობა. შესაძლოა შეცდომები დავუშვათ საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ როდესაც კონსტიტუციას ეხება საქმე პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ფარავდეს სამართლებრივ ჭეშმარიტებას. ეს ჭეშმარიტება ამბობს, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის ჩანაწერი ამოსაღებია ამ პროექტიდან. მივიღებთ 1 წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც შეეცდება დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გადადგამს, ვიდრე გადადგამდა არსებული. სამომავლოდ ეს ჩანაწერი, როგორც კონსტიტუციისთვის, ასევე ოპოზიციისთვის იქნება ბევრად უფრო დამაზიანებელი, ვიდრე სიკეთის მომტანი. ეს უნდა გავასწოროთ ზედმეტი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე, არის საკითხები, რომლებიც სცდება პოლიტიკას და თუ კონსტიტუციაში ჩავდებთ ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს