ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ექსპერტ-ანალიტიკოსებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია არჩევნების ორგანიზების კუთხით ახორციელებს; მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, კერძოდ ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის პროცესზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დელეგაციის წევრებს ინფორმაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდეს. კერძოდ საუბარი შეეხო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პილოტს, რომელიც თბილისში, კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება; ისინი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ მონიტორინგს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა