სოფელ შავშვებში მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

სოფელ შავშვებში მოსახლეობის COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

იმუნიზაციის პროცესს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარინა გიუნაშვილი ესწრებოდა.

მისი განცხადებით, იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა და COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება. მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებში ამცრელი პუნქტების მოწყობა ბევრად ამარტივებს სერვისით სარგებლობის პროცესს.

შავშვების სამედიცინო ამბულატორიაში მისულ ადამიანებს ჯავშნის გარეშე ემსახურებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა