ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვარშავის უნივერსიტეტის რექტორი ალოიძი ნოვაკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი, კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის დირექტორი იაცეკ ჰამბურგი და თბილისის პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიკა ჩხარტიშვილს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი თავამაიშვილსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ზაურ ახვლედიანს შეხვდნენ.

"მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და კვლევების კომერციალიზაციის საკითხები განიხილეს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არქეოლოგიის მიმართულებით უკვე წლებია მიმდინარეობს თანამშრომლობა, რაც გახდა საფუძველი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის 2016 წლიდან მოქმედებს თანამშრომლობის მემორანდუმი. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მიმართულებები განსაზღვრეს და განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა