ბათუმში ევროპის ინოვაციური აკადემია სასწავლო პროგრამებს განახორციელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს ანნი სინიჯარვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროპული ინოვაციური აკადემიის საზაფხულო პროგრამის ბათუმში ჩატარების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

„ბათუმი თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. ევროპის ინოვაციური აკადემიის პროგრამის მიზანია ყოველწლიურად 500 სტუდენტს მისცეს სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება. მომავალ წელს პროგრამაში 70 ქვეყანა ჩაერთვება. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ბათუმში საერთაშორისო პროგრამების განხორციელება, ხელს შეუწყობს ბათუმის როგორც განათლების განათლების, კულტურის და ინოვაციების ქალაქის პოზიციონირებას.

ევროპის ინოვაციური აკადემია აღიარებულია როგორც ლიდერი ტექნიკური მეწარმეობის განათლებაში. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების, Google -ის გუნდის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. ევროპის ინოვაციურ აკადემიასთან და კავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა