ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინა შენდება

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამასთან, იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

ხუთი, 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა