სოზარ სუბარი - ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა, ეს ინფორმაცია ელჩებს აქვთ, ამის მიუხედავად, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, მათ უნდა ჰკითხოთ

არანაირი გატეხილი პირობა არ არსებობს, როცა დოკუმენტი ანულირებულია - ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა, ეს ინფორმაცია ელჩებს აქვთ, ამის მიუხედავად, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, მათ უნდა ჰკითხოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გენპროკურორის არჩევის წესზე აშშ- ს საელჩოს და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ აქვს მსგავსი წესი ალბანეთის გარდა.

"დოკუმენტის ანულირება იმიტომ მოხდა, რომ დოკუმეტს ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ყოფილიყო პარტიებს შორის თანხმობა გარკვეულ საკითხებზე და ყოფილიყო სტაბილურობა, მაგრამ როცა 8 პარტიიდან 4- მა არ მოაწერა ხელი, მათ შორის, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ბუნებრივია, მოხდა დოკუმენტის ანულირება და ანულირებული დოკუმენტის პირობის გატეხვა ვერ მოხდებოდა. რაც შეეხება ზოგადად პრინციპს, პრინციპი, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები, როგორიც არის სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო აუდიტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, ცესკო- ს თავმჯდომარე არ არსებობს არსად მთელ მსოფლიოში და როცა მათი არჩევა 6 თვით ან 1 წლით ხდება, არის ანტიდემოკრატიული, რადგან ძირს უთხრის მათ დამოუკიდებლობას და დამოკიდებულს ხდის პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არის არასწორი. ჩვენ დავუბრუნდით კონსტიტუციურ წესრიგს და იმ ჩარჩოებს, რომელიც არის მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ მაჩვენებთ ალბანეთის გარდა, სადაც მსგავსი წესია, კი ბატონო, მივიღებთ და ვიმსჯელებთ. ალბანეთზე არ ვამბობ რომ არადემოკრატიულია, მაგრამ დემოკრატიის შუქურა და სტანდარტი ნამდვილად არ არის. ჩვენ უნდა შევედაროთ ევროპას და სააკაშვილი შეედაროს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც არის მისი სტანდარტი და ოცნების ქვეყანა. ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა, ინფორმაცია მათ აქვთ, ამის მიუხედავად, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ეს რომ მახინჯი სისტემა არ იყოს, ის იქნებოდა გერმანიაშიც, ჰოლანდიაშიც, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჩეხეთში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ არ არის, რატომ არ არის?- იმიტომ, რომ ისინი მიდიან დემოკრატიის გზით, ჩვენც მივდივართ დემოკრატიიდ გზით,"- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და აშშ-ს საელჩომ.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს