ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკა არაზაშვილმა მოაწერეს.

უწყების ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.

„გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფასა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას. თავის მხრივ, ქუთაისის მერია განაგრძობს ,,ტორპედოს"მხარდაჭერას და მისი წვლილის შეტანას გუნდის შემდგომ განვითარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა