ლანჩხუთში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო გეგმა გააცნო

ლანჩხუთში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო გეგმა გააცნო. მან მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის აღორძიება და ინვესტორების მოძიება დაასახელა.

,,ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უპირველესი არის შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ამისთვის უნდა მოხდეს მთელი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ არის ამ მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე, თითოეულ სოფელში და ეს ქონება გამოცხადდეს საპრივატიზაციოდ იმ ადამიანებისთვის, იმ ინვენსტორებისთვის ვინც გახსნის საწარმოს და გადაეცეს სიმბოლურ ფასად, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

შემდგომი უმთავრესი საკითხია სოციალური პრობლემები და სოციალური პაკეტი, რომელიც ამ რაიონში ძალიან ბევრ ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება. მე, როგორც მერი გავაკეთებ დღის ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის, სადაც მოხდება მათთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება. მესამე გახლავთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ აქ ეს დარგი აღორძინდეს”, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა