სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+“ აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვა. ამასთან, ეზოში მოეწყო საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, ხოლო სათამაშო მოედანი დაიფარა კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარითაც აღიჭურვება.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა მაღაროსკარის საბავშვო ბაღი, სადაც პატარებს ამიერიდან გაუმჯობესებულ პირობებში მოუწევთ ყოფნა, რაც განსაკუთრებით მახარებს“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

მაღაროსკარის საბავშვო ბაღში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კახა ბუთხაშვილი და საბავშვო ბაღის თანამშრომლები.

მაღაროსკარის საბავშვო ბაღში ამჟამად 17 აღსაზრდელი ირიცხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა