გიორგი გახარია - გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი - ჩვენი მიზანია ქვეყანა მზად იყოს წინსვლისთვის

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ რაჭაში ამბროლაურის და ონის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

გიორგი გახარიას განცხადებით, „უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გვიკეთებია , “ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი”.

„ჩვენ ზუსტად სამი თვის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენთვის ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია ბრძოლა საქართველოსთვის და ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფოსთვის. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება და მიზანი. უბრალოდ ხანდახან ჩვენ ამ მიზანთან მისასვლელი გზა სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია და სამწუხაროდ, ამ წარმოდგენების გამო ხშირად ვებრძვით ერთმანეთს, ვეჩხუბებით, ვლანძღავთ და საბოლოო ჯამში საქმე არ მიდის.

ხშირად ვიწყებთ ძალიან დიდი იდეების განხორციელებას, მაგრამ შუა გზაში უკვე გვავიწყდება, რითი დავიწყეთ. სამწუხაროდ, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს. ეს ჩემთვისაც უდიდესი იმედგაცრუებაა, მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რისი ნაწილი ვიყავით, რომ ჩვენ ყველას ერთად ბევრი კარგი საქმე გვიკეთებია ბოლო 9 წლის განმავლობაში და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ “ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის”, - ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ წამოსული ლანძღვის და ნეგატიური კომენტარების მიუხედავად, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ოპონენტებს არ უნდა მიბაძონ და მათაც საკუთარი ღირსებიდან გამომდინარე უნდა მოექცნენ.

„რაც არ უნდა მოხდეს, რა სიტყვებითაც არ უნდა გვლანძღონ ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ღირსებას შეესაბამება. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კეთილსინდისიერი პროფესიონალები სჭირდება მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი პრინციპი გახლავთ კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას უნდა ემსახურონ, იმისდა მიუხედავად ვის წარმოადგენენ ან რა შეფერილობის არის მათი პარტია. არ ყავს ამ ქვეყანას დასაკარგი ღირსეული პროფესიონალები”, - აცხადებს გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მხარდამჭერებთან სიტყვის გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „ოცნება“იგივე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012-11 წლებში, “თუ თავისი უსუსურობით სააკაშვილს დაგვიბრუნებენ საქართველოში”.

„როგორც არ უნდა ფიქრობდნენ დღეს ჩვენი ოპონენტები გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება უფრო მეტი, ვიდრე მუნიციპალური არჩევნები და ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ, გულის სიღრმეში ისინი ხვდებიან, რომ დღეს „ოცნება“ სამწუხაროდ, უფრო და უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც არ უნდა საუბრობდნენ მაღალფარდოვანი სიტყვებით უფრო და უფრო ხვდებიან და გულის სიღრმეში იციან, რომ ჩვენ დღეს ვბრუდებით წარსულში. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „ოცნება“ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012-11 წლებში, თუ თავისი უსუსურობით მიშა სააკაშვილს დაგვიბრუნებენ საქართველოში ან თბილისში. ეს არის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკუსვლას. ჩვენი მიზანია ქვეყანა იყოს მზად წინსვლისთვის. სწორედ ამ მიზნის გამო მომიწია მე ჩემი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერობის არჩევნებზე”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა