კახა კუჭავა - საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტია

პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა, უაღრესად საინტერესო და შედეგიანი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს. კახა კუჭავას თქმით, პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გავმართეთ, სადაც მიმოვიხილეთ ყველა ის მთავარი საკითხი თუ გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო, რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის პანდემია და უსაფრთხოების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას.პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ვისაუბრეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა.

გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა, იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ავსტრია მხარს უჭერს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ასევე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო საშუალებას იძლევა. საპარლამენტო დიმპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორების თანადგომით და შრომით, მიზნის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ”, - წერს კუჭავა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა კუჭავა - საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტია

პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა, უაღრესად საინტერესო და შედეგიანი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს. კახა კუჭავას თქმით, პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გავმართეთ, სადაც მიმოვიხილეთ ყველა ის მთავარი საკითხი თუ გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო, რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის პანდემია და უსაფრთხოების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას.პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ვისაუბრეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა.

გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა, იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ავსტრია მხარს უჭერს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ასევე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო საშუალებას იძლევა. საპარლამენტო დიმპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორების თანადგომით და შრომით, მიზნის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ”, - წერს კუჭავა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია