ანზორ მელია - უნდა მოხვიდეთ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, მაგრამ არ შემოხაზოთ 41 და არ შემოხაზოთ პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ანზორ მელიამ მოსახლეობის ყოფასა და ზუგდიდში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს, ანზორ მელიამ რიყის მოსახლეობას ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ვეკუა წარუდგინა.

„მე მახსოვს ზუგდიდი გაბრწყინებული, მახსოვს ზუგდიდი მშვენიერი, კაცთმოყვარე, მოსიყვარულე, ერთმანეთის გვერდით მყოფი, მდიდარი ზუგდიდი, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად.

რას დაამსგავსა ამ მთავრობამ ჩვენი საყვარელი საქართველო? ხალხი სულს ღაფავს, ხალხს არა აქვს ელემენტარული საშუალება.

რა განათლებაზე, ან ბავშვების დასვენებაზე, ან კეთილმოწყობაზეა საუბარი, როცა ხალხი ყოველდღიურ საარსებო ფულს ვერ შოულობს.

აუცილებლად მოდით არჩევნებზე.

აუცილებელი არ არის, მარტო ჩემს პარტიას მისცეთ ხმა - არ შემოხაზოთ 41 და არ შემოხაზოთ პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს.

თუ გინახავთ, რომ ამ ხელისუფლების რომელიმე წევრს სიტყვა სამშობლო ეხსენებინოს - მათთვის სამშობლო არის რუსეთი, კაციჭამია რუსეთი.

ვეებერთელა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ერთად გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს.

ამიტომ უნდა მოხვიდეთ 2 ოქტომბერს და ხმა მისცეთ 5 ნომერს, ან ნებისმიერს, გარდა იმ ორი პარტიისა,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს