გორის მერიისა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პედაგოგებმა, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პედაგოგები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ქალაქ ოჟიშში, სადაც მათ, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, ორმოცსაათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ.

„თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურსა და ქეთევან ჩიტაძეს პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სერტიფიკატები გადასცა. თეორიულ კურსთან ერთად, გორელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საბავშვო ბაღებში დაკვირვებოდნენ და ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში, თუ როგორ მუშაობენ პოლონელი კოლეგები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. პოლონეთიდან დაბრუნებული პედაგოგები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქმიანობას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეუდგებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა