“საქსტატი“ - ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 91.4 და 78.9 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და 94.8 და 94.4 პროცენტი შეადგინა.

“გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 83.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 67.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 76.8 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 78.0 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.8 პროცენტს შეადგენს. 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7.2 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.1 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (36.4%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.0%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63.8 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 49.7 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 79.1 და 74.9 პროცენტი შეადგინა.

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 60.8 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 71.1 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.1 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 59.9 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 61.9 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 84.5 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 86.3 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 89.9 და 80.6 პროცენტი შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს