ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი

იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ჩვენს ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი გვექნება საშუალება, ამოვისუნთქოთ და რეალურად საქმეზე მოვახდინოთ კონცენტრირება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, რაც მთავარია დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რომ მართლაც გამორჩეული არჩევნები ჩავატაროთ. გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა