საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის ხელმძღვანელმა ციცინო გაბედაურმა უმასპინძლა, რომელმაც რეაბილიტირებული მუზეუმი და გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა.

„როგორც მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, დანგრევის პირას მყოფი მუზეუმის აღდგენა 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა ძველი, ავთენტური სახით აღდგა. მუზეუმში მოეწყო ასევე სარდაფი, სადაც ლიტერატურული სალონი ფუნქციონირებს“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს