ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქის დასახლებასთან ხმაური იყო

ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქის დასახლებასთან ხმაური იყო

ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქის დასახლებასთან ხმაური იყო, სადაც “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ე.წ ოცნების ქალაქში ხელისუფლება კორპუსებს აშენებს, თუმცა გაურკვეველია 582 ბინიდან რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილის მარინა ბერიძის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ განისაზღვროს კრიტერიუმები თავდაპირველად ვინ დაკმაყოფილდება ბინებით.

მისივე თქმით, ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, კრიტერიუმები უცნობი და ბუნდოვანია.

აქციის მონაწილეებმა ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მივიდა. მან მოქალაქეებს განუცხადა, რომ კრიტერიუმებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.