პოლიციამ ბათუმში, 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით, 50 წლამდე ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში, ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით, 50 წლამდე ქალი დააკავა.

გამოძიება დაკავებულ ქალს "სისხლის სამართლის კოდექსის" 115 მუხლით ედავება.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, ბარათაშვილის 55 ნომერში მცხოვრები 5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დაობს, ხოლო აღნიშნულ სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი კი ერთ-ერთ მფლობელს 9 წლის მოზარდის მიმართ ზეწოლაში, ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ქალი, 9 წლის მოზარდზე სისტემატემატურად ზეწოლას ახორციელებდა, რის შედეგადაც 9 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

მომხდარის გამო, დაზარალებული ბავშვი და დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

თავის მხრივ, დაკავებული ქალი ფაქტს უარყოფს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს