პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიცე პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს გადაეცა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, რომელიც ააიპ „აგრო"-სა და შპს „აგრო-ქართუ"-ს მიერ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ"-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„80 ჰა ფართობზე განთავსებულია ვაზის 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია; 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები, 90-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექცია, თუთის 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი ფორმის კოლექცია, გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000-მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი, მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია და სათბურ-ორანჟერიები.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მშენებლობა, სადაც შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი და ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 888 882 ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ დაათვალიერა “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო