პრემიერ-მინისტრი მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა. პრემიერს იმუნიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მცხეთის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ჭელიძემ გააცნო.

"მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ერთი თვეა ფუნქციონირებს და ამ დროისთვის ცენტრის მიერ 5000 ადამიანია აცრილი.

ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციას უზრუნველყოფს. ფუნქციონირებს შოკის დარბაზი. ასევე, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლიდ მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა