2031 წელს საქართველოს თევზის ბაზარი 110-115 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება

FAO-ს შეფასებით და მონაცემების კორელაციური ანალიზით დგინდება, რომ თევზის მოხმარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, მათ შორის შინამეურნეობების შემოსავლებზე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და ურბანიზაციის დონეზე.FAO-ს მონაცემებით, თევზის გლობალური მოხმარების ზრდის ტემპი - 3.1% - თითქმის ორჯერ აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის 1.6%-იან ნიშნულს.თევზის მოხმარება ყოველწლიურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების მოხმარება (თევზი - 3.1%, სხვა ცილოვანი პროდუქტები - 2.1%) და ორივე აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპს.2018წ, ერთ სულ მოსახლეზე თევზის მოხმარება (კგ/წელიწადში) | FAO, 2018წ:

Euromonitor-ის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში თევზის მოხმარება 10.8 აშშ დოლარი/წელიწადში და 8.04 კგ/წელიწადში იყო. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ჩამორჩება მსოფლიო, ევროპულ და განვითარებადი ქვეყნების მონაცემებს და სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში, დაბალ-შემოსავლიანი სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების მონაცემსაც კი.საქართველოში თევზის ყველაზე მაღალი მოხმარება 1990-იან წლებში იყო. ამის შემდეგ შეინიშნებოდა მკვეთრი შემცირება, რაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეიძლება აიხსნას. 2000-2017 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე თევზის წლიური მოხმარება 9-ჯერ გაიზარდა, 0.9 კგ-დან 8.04 კგ-მდე.IMF-ის შეფასებით, 2026 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.5-ჯერ უნდა გაიზარდოს და 22,695 აშშ დოლარი შეადგინოს. გაეროს მონაცემებით კი 2030 წლისთვის საქართველოში ურბანიზაციის დონე 65%-ს მიაღწევს.ამ პროგნოზიდან გამომდინარე, იზრდება ერთ სულზე თევზის მოხმარებაც. Euromonitor-ის მონაცემებით, 2026 წლისთვის საქართველოში ერთ სულზე თევზის წლიური 20.6 აშშ დოლარს მიაღწევს, 2031 წლისთვის 31.1 დოლარი იქნება, ხოლო 2040 წლისთვის კი 62.1 დოლარამდე გაიზრდება.

2031წ საქართველოს თევზის ბაზარი 110-115 მლნ. აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 2020წ შედარებით დაახლ. 150%-იანი ზრდაა.ამ ბაზრის 80-90%, დიდი ალბათობით, ისევ იმპორტული საქონელი იქნება, თუმცა ადგილობრივი წარმოებაც აჩვენებს ზრდის ჯანსაღ დინამიკას. საინტერესო შეიძლება იყო ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პოტენციალიც, განსაკუთრებით ევროკავშირში.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა