ზურაბ აბაშიძე - ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სტუდენტებთან ერთად „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონში შეიქმნას ინკლუზიური გარემო, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს თვით რეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მათთვის და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას, მათი მოტივაციის ამაღლებას. ვთვლი, რომ სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა და ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად