"ლელომ" ხარაგაულში მერობის კანდიდატად მიხეილ ჭიპაშვილი წარადგინა

"ლელომ" ხარაგაულში მერობის კანდიდატად მიხეილ ჭიპაშვილი წარადგინა.პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილის თქმით, "ლელო" არის გუნდი, რომელსაც ძალიან სერიოზული საბრძოლო განწყობა აქვს.

"ყველა სოფელში თუ დასახლებაში, გვყავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თავის სამსახურს სთავაზობს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ხარაგაულში, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატების სიაც წარადგინა:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მაია შავიძე; ვარძიის, ხიდარის, წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - საშიკო ხიჯაკაძე; მოლითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ქეთევან ლაცაბიძე; კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ვიტალი ორლოვი; საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ხვიჩა გურგენიძე; ხულევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ომარ გაგოშიძე; ბორითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ნიკოლოზ ბირკაძე;

ვახან-ლეღვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ინგა მაღრაძე.

როგორცუსუფაშვილმაგანაცხადა, 11 მაჟორიტარულიოლქიდან 8 "ლელოს" სახელითიბრძოლებსგამარჯვებისთვის, ესკიიმაზემეტყველებს, რომ "ლელო" არისგუნდი, რომელსაცაქვსძალიანსერიოზულისაბრძოლოგანწყობა.

"მეამაყება, რომ მე ვიმყოფები ახლა მუნიციპალიტეტში, რომელშიც "ლელოს" წარდგენილი ჰყავს მერობისა და თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი. ყველა სოფელში და ყველა დასახლებაში კონკრეტული ადამიანი სთავაზობს თავის სამსახურს ჩვენს თანამოქალაქეებს. მიხარია, რომ ვხედავ გუნდს, რომელშიც არის წარმოდგენილი დიდი, ათწლეულების გამოცდილება. ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და ძალიან მიხარია, რომ 8 მაჟორიტარიდან 3 ქალია და იბრძვის ამ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში. ეს არის უკვე შემდგარი გუნდი, აქ არის ყველა მებრძოლი და შემართული ადამიანი თავისი გამოცდილებით და თავისი განვლილი გზით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა ხარაგაულში "ლელოს" მერობის კანდიდატს მიხეილ ჭიპაშვილს წარმატებები უსურვა.

"ადამიანი, რომელსაც ხარაგაულში არ სჭირდება წარდგენა, რადგან ის დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკრებულოში, გამგეობაში, გამგეობის სხვადასხვა მიმართულების სამსახურებში თავისი კონკრეტული საქმით, თავისი ოჯახით და არის მუდმივად შემართებით!" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო