ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" ბანერი დააზიანეს

ფოთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარეკლამო ბანერი დააზიანეს. ინციდენტი ნაბადას უბანში მოხდა.

ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლაშა რუხაიას საარჩევნო ბანერზე საღებავია გადასხმული.

რუხაია მომხდარზე პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას" აკისრებს . მისი განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტების გზიდან ჩამოშორებას ყველა მეთოდით ცდილობს.

,,წლებია ამ მთავრობას ვებრძვით და ეს ფაქტი არის ,,ქართული ოცნების“ სახე .მე ნაბადის უბანში ვიყრი კენჭს და ეს ამ უბნელების გაკეთებული არ არის. ვიღაცას დაავალეს, გადაუხადეს თანხა და დააზიანეს ბანერი. პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ, რადგან თავიანთი, შიდა კვლევებიდანაც იციან, რომ ნაბადის უბანში მათი მაჟორიტარი კანდიდატი აგებს“, - განაცხადა ლაშა რუხაიამ.

,,ქართული ოცნების“ შტაბში აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო