დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის მოსავალს ელოდებიან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალიერეს.

„შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას“, - აღნიშნულია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ილია თამარაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პირველადი წარმოების მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია.

„ტრადიციული კულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გივი მეტრეველის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს გააშენონ ახალი, მრავალწლოვანი ბაღები.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს