პრემიერ-მინისტრი აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, მონასტერი ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და მონასტრის წინამძღვარ, იღუმენია ბარბარესთან ერთად მოილოცა.

„წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერი 1997 წლიდან ფუნქციონირებს. 2008 წელს, ხანძრის შედეგად მონასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, დაიწვა მონასტრის შენობის ორივე სართული.

2018 წლის აგვისტოში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მონასტრის აღდგენის პროცესი დაიწყო. პირვანდელი სახით, სრულად აღდგა დამწვარი მონასტრის შენობა, ასევე გამოიცვალა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის სახურავი, იატაკი და კანკელი. მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მონასტრის აღდგენის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით, დედათა მონასტრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, ფერისცვალების ტაძარი შენდება.

მთავრობის მეთაური მონასტერში პარლმენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა