როსტომ მაგრაქველიძე - არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე

არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მკვეთრად გაუმჯობესდა ვითარება.

"დღეს გვაქვს უკეთესი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სერვისები, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები. პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე პროექტები არ შეგვიჩერებია“, - განაცხადა მაგრაქველიძემ.

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

„გასულ წელს, სოფლებში სასმელი წყლის და ახალი გაზსადენის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დავიწყეთ, რომელიც 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე, ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მუნიციპალიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.

მერწმუნეთ, კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებული კურსი, განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც ასპინძას უფრო კომფორტულ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და ეკონომიკურად ძლიერ მუნიციპალიტეტად აქცევს. მერია გააგრძელებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - აღნიშნა მაგრაქველიძემ.

როგორც მან განაცხადა, მისი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება.

„ჩემთვის საქმის კეთების მთავარი მოტივაცია ის დიდი თანადგომაა, რასაც თქვენგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების უმეტესობის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, „ქართული ოცნებას'' ნდობისა და შესაძლებლობისთვის, მეორედ გავხდე სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და მეგობრობის ქალაქის მერი. აქ დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში ვსაქმიანობ და არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მან ასევე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

„მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: დავით ფართლაძე, ემინ ბანოიანი, გენადი დიასამიძე, გოჩა ყრუაშვილი, ზურაბ მელიქიძე, ოლეგ ზაზაძე, მაია ბუცხრიკიძე, ჯემალ იაკობაძე, ბესიკ მაგრაქველიძე, ივანე ივანიძე“,- განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა