ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველწლიურად მივუახლოვდებით დიდ მიზანს, როცა დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა - აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო საუბრებით

ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანოვარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.

„ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ, თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე, მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში - სიღარიბე და უმუშევრობა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მივუახლოვდებით იმ დიდ მიზანს, როცა ქვეყანაში დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საქმე და არა უაზრო დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, უაზრო დებატები და პოლიტიკური ბატალიები. ჩვენ აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო, უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განვითარება შევა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ