ირაკლი ღარიბაშვილი - მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი პროექტი განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი დიდი ოჯახი - ჩვენი  საქართველო

ამ რეგიონში და ამ ქალაქში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყლის პროექტები, გაზიფიცირების სამუშაოები, სკოლების, ბაღების მშენებლობა, ჰოსპიტალების, საავადმყოფოების მშენებლობა, ასევე ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს მთავარი გამოწვევა აქვს, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა მთავრობამ, რათა ბოლომდე დაუდგეს გვერდში მოსახლეობას.

„მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი პროექტები განვახორციელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი მთლიანი დიდი ოჯახი - ჩვენი საქართველო. ეს რეგიონი გამოირჩევა ძალიან შრომისმოყვარე ხალხით, მშრომელი და პატრიოტი ხალხით, რომლებიც ქმნიან ძალიან დიდ დოვლათს, შრომობენ, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს ,უვლიან საკუთარ მიწა-წყალს და ამით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ჩვენ გამორჩეული ქვეყანა გვაქვს მართლაც, მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, სადაც ყველა ეთნოსის, ყველა ხალხი ქმნის და აძლიერებს საერთო დიდ ოჯახს, ჩვენს საქართველოს. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ,ჩვენ ვქმნით საერთო აწმყოს და ჩვენს მომავალს, ასე ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები, ასევე ემსახურებოდნენ დიდი გულით და დიდი სიყვარულით ჩვენს საერთო ქვეყანას. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, არის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც მართლაც გამორჩეულია ,რომელიც მანამდე არ იყო. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად, დაწყებული 90-ანი წლებიდან, როცა განუკითხაობის წლები იყო ქვეყანაში მთლიანად და მათ შორის, ამ რეგიონშიც, როგორ ძლიერად იდგა ეს მხარე და ეს რეგიონი. შემდეგ ომები, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება, რომელიც ჩვენ ყველამ წარსულს ჩავაბარეთ. შემდეგ ომი იყო 2008 წელს, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას გაუჭირდა ძალიან და ახლა პანდემიაა და მჯერა, რომ ამასაც ძალიან ღირსეულად, მოთმინებით და ძალიან გაბედულად ვაჟკაცურად გადავიტანთ. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, პროექტები, გზების მშენებლობა, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, ჩვენ, მთავრობამ და ბიზნესმა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს