გიორგი გახარია - იმის  მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ

ეს არჩევნები არ იქნება მარტო მუნიციპალური არჩევნები. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ - ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი ყველასთვის , -ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ვახტანგ (ვატო) გვაზავას წარდგენისას განაცხადა.

„რაც მთავარია, ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი ყველასთვის იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს სჭირდებათ უფრო სამართლიანი გარემო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის ვებრძვით, არავისთან ჩხუბი, გინება და ლანძღვა არ გვჭირდება, არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, ჩვენ ვერთიანდებით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ამ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მსახურება არის ძალიან დიდი ღირსება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწია, როგორც, მაგალითად ვატო გვაზავამ, უჩნდება სურვილი, რომ საერთო საქმეს ემსახუროს. ეს არის ძალიან მისასალმებელი და რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მას გვერდით უდგახართ. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოქროყანიდან, შინდისიდან, კოჯრიდან, კიკეთიდან და ტაბახმელადან ჩამოხვედით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ვერ იქნება წარმატებული საქართველოს წარმატების გარეშე და პირიქით, წარმატებული თბილისის გარეშე ძლიერი სახელმწიფო შეუძლებელია.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთ ქალაქს და ერთ სახელმწიფოს ვემსახურებით. რაც არ უნდა მოხდეს, ახლა ბევრი სხვადასხვა ფორმით ახდენენ ადამიანებზე ზეწოლას. დღეს დამირეკეს, ერთ ჩვენს , მაჟორიტარობის კანდიდატს დაურეკეს და უთხრეს, რომ შენ ჯარში წასვლა გიწევსო, მოხსენი კანდიდატურა, თორემ ჯარში წაგიყვანთო - ასეთი სასაცილო რაღაცებიც ხდება და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ეს დასასრულებელია და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ არავის წინააღმდეგ. ის, რაც კარგი გაკეთდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა ეს უნდა დავინახოთ, დავაფასოთ, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ კიდევ უკეთესი საქმეების კეთება იმიტომ, რომ იქ კარგი რაც იყო, იმაშიც მიგვიღია მონაწილეობა და რაც ვერ გავაკეთეთ და შეცდომები რაც ყოფილა, ამაშიც ჩვენი წილი შეცდომებიც არის. სწორედ ეს პასუხისმგებლობაა, რატომაც აქ ვდგევართ.

ახლა რაც შეეხება თბილისს, თბილისს, რა თქმა უნდა, თბილისი ვერ იქნება წარმატებული საქართველოს წარმატების გარეშე და პირიქით, წარმატებული თბილისის გარეშე ძლიერი სახელმწიფო შეუძლებელია. თბილისში ბევრი რამე კეთდება, თუმცა, ძალიან სერიოზული პრობლემებია თბილისში. იმ რესურსის, რომელიც ქალაქს გააჩნია, თანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემებია კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, ბიუროკრატიასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რაც ჩვენ გვაქვს და გვეკუთვნის, როგორ იხარჯება ბიუჯეტი, ამის კონტროლი განვახორციელოთ და ამისთვის გვჭირდება ძლიერი საკრებულო, კეთილსინდისიერი ხალხი საკრებულოებში. ამიტომ, კეთილსინდისიერი პროფესიონალები იყნენ ყოველთვის ჩვენი მთავარი მიზანი და ასე გაგრძელდება. ვატო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაჟორიტარი ეყოლება მთაწმინდას. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მას დაუდგეთ გვერდით იმისთვის, რომ მერე მოვთხოვოთ, რაც გასაკეთებელია, ის უნდა გააკეთოს, თუ ვერ გააკეთა, ბოდიში, მაშინ აღარ უნდა ეწყინოს. ეს არის ძირითადი მიდგომა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო