ცესკო-ს თავმჯდომარე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს სრულად მომზადებული დახვდეს

ოზურგეთის საოლქო- საარჩევნო კომისიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იმყოფებოდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

როგორც კალანდარაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, რეალური გამოწვევების დადგენის მიზნით.

მისივე თქმით, ცესკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მომზადებული დახვდეს ამომრჩეველს.

,,ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საოლქო - საარჩევნო კომისიებთან იმისთვის, რომ ჩვენ ადგილზე დავადგინოთ რეალური გამოწვევები, საჭიროებები თუ ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი და ადგილზე მოვისმინოთ კომისიის წევრებისგან ამ საჭიროებების და მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ამ სამდღიანი შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით ვიზიტების ფარგლებში ვხვდებით საოლქო - საარჩევნო კომისიებს, ამავდროულად მას აქვს გაცნობითი ხასიათი, ვიცით, რომ ყველა დონეზე მოხდა კომპოზიციების ზრდა და 12 წევრიდან 17-მდე წევრების ზრდა. ამ მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში, ვცდილობთ, რომ უფრო ეფექტურო გვქონდეს ის ჩვენი საქმიანობები, რომელსაც კომისიები ახორციელებს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად დახვდეს მომზადებული ამომრჩეველს, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, მათ მივაწოდოთ ის სერვისი, რასაც ჰქვია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა