ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვის ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, შეჯიბრებისთვის სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.

,,ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა და ეს ერთიანად შეკრავს ახალ სპორტულ ეპიცენტრს ჩაქვში და ქობულეთში, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ოფისებს და სასტუმრო ზონას. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო