ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის

ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მონაწილეებისთვის შეღავათიანი ბიზნესსესხების შეთავაზებას იწყებს. შეთავაზება ექსპორტისა და იმპორტის ჩანაცვლების საგრანტო თანადაფინანსებაზე ვრცელდება, რომელიც სააგენტომ 1 სექტემბრიდან წამოიწყო.

ინიციატივის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ კომპანიებს, რომლებიც ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნესსესხით ისარგებლებენ, გირაოში 60%-მდე თანამონაწილეობას სთავაზობს. ამას გარდა, პროგრამაში ჩართული პირები სააგენტოსგან სესხის მთლიან პერიოდში მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილობრივ სუბსიდირებასაც მიიღებენ. შეთავაზება 300-მდე ბიზნესმიმართულებისთვისაა განკუთვნილი.

60-მდე ბიზნესმიმართულებას კი „აწარმოე საქართველოში“ სესხის 15%-ს დამატებით სპეციალური გრანტით დაუფინანსებს. ამავდროულად, პროგრამის მონაწილეები გირაოს თანამონაწილეობითა და პროცენტის ნაწილობრივი სუბსიდირებითაც ისარგებლებენ.

„ახალი ბიზნესის დაწყების ან უკვე არსებულის გაფართოების მიზნით, სახელმწიფო გრანტები ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა და მათ ჩვენი ბიზნესკლიენტები ხშირად მიმართავენ ხოლმე. სააგენტოთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი მიმართულების საინტერესო პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ვფიქრობთ, რომ ამ ახალი ინიციატივითა და ჩვენი შეღავათიანი ბიზნეს სესხებით კიდევ არაერთი საინტერესო იდეა იქცევა რეალობად“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ექსპორტისა და იმპორტის ჩანაცვლების საგრანტო თანადაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდზეა www.enterprisegeorgia.gov.ge/ka შესაძლებელი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო