ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო

„ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას მერიასთან ხმაური მოჰყვა. ნიკა ნარსია მერიის შესასვლელთან სტიკერების წარწერებით - "ნუ გვისმენთ" გაკვრას ცდილობდა.

როგორც ნარსია აცხადებს, ის ამ ფორმით ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა. დაცვის თანამშრომლებმა მას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს.

ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა. ნარსიამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს