ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. ასევე, გაეცნო ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში შენდებოდეს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა , რაც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტ კომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ქობულეთისთვის, ახალგაზრდებისთვის , ასევე უბრალოდ სტუმრისთვის იქნება ახალი, ძალიან საინტერესო მიმართულება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, კომპლექსის პროექტირების და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა. მათი ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა, მათი განმარტებით, საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურ საფარიანი და ქვიშის საფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს