ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ქართული პოლიტიკის ერთერთ ვეტერანს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რა ტიპის საარჩევნო კამპანიები არ გვინახავს, მაგრამ ახლა რაც ხდება, მგონი ყოველგვარ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი არჩევნები, როცა რეგიონებში ამდენი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხსნიდეს თავის კანდიდატურას. არც ის, რომ სახელისუფლებო გუნდი სპეცსამსახურებთან ამდენ დაახლოებულ ადამიანებს ასახელებდა დეპუტატობის კანდიდატებად. ოპოზიციის მტკიცებით მოსყიდვებისა და დაშანტაჟების ფაქტებიც საკმაოდ ბევრია.

იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ბევრ რამეს უარყოფდა, ასეც მოხდა, მაგრამ აშკარად არადამაჯერებლად. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას? იმ თავისებურებებს, რითაც ეს პროცესი ხასიათდება?

- დავიწყებ იმით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ერთერთი ყველაზე უცნაური არჩევნებია მთელ ჩვენს საარჩევნო ისტორიაში. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა პოლიტიკური პარტიები კი არ აკონტროლებენ ძალოვან სტრუქტურებს, არამედ ფაქტობრივად ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ მმართველ გუნდს და ისინი აკომპლექტებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებსაც და მერობის კანდიდატებსაც.

დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა პოლიტიკური პარტიები კი არ აკონტროლებენ ძალოვან სტრუქტურებს, არამედ ფაქტობრივად ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ მმართველ გუნდს და ისინი აკომპლექტებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებსაც და მერობის კანდიდატებსაც

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის დასახელებული კანდიდატების უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც არანაირი საერთო პოლიტიკურ პარტიებთან არ აქვთ.

ამგვარი ვითარება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რასაც აწარმოებდა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“. ამ პარტიიდან ფაქტიურად განდევნილი არიან იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, ვინც დაიწყეს „ქართული ოცნება“, მთელი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ამ პარტიაში, ყველაზე დიდი ბრძოლები გადაიტანეს თავის დროზე, მაგრამ შემდეგ მათი მთლიანი ჩანაცვლება მოხდა ყოფილი „ნაცმოძრაობის“ წევრებით და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებით.

ანუ, ადამიანებით, რომლებსაც არც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და არც ცოდნა იმის, თუ როგორ იურთიერთონ ადამიანებთან. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მმართველი გუნდის რეიტინგზე.

რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, მხედველობაში მაქვს საინფორმაციო სივრცეში ფაილების მოხვედრა, მოსმენებისა და თვალყურის დევნის მასშტაბია გასაოცარი, თუ არა, ეს რომ ხდებოდა, კარგა ხანია გასაგები იყო.

ამ ფაილების შემდეგ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ძალოვანი სისტემა ცხადზე უცხადესია. გაუგებარია რაში სჭირდება ჟურნალისტებისა და რესპოდენტების საუბარს მიყურადება, რადგან ამ საქმიანობას არანაირი აზრი არ აქვს. არადა, გროვდებოდა სრულიად არასაჭირო ინფორმაცია და ამაზე იხარჯება უამრავი დრო და რესურსი.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებმა თავიანთი საქმე აკეთონ, ხდება რეალური მუშაობის ჩანაცვლება ასეთი ფსევდომუშაობით. სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, - რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ დაეყრდნობი ძალოვან სტრუქტურებს, მათ ბევრის უფლებასა და საშუალებას მისცემ, ამით მით მეტად ინფორმირებული და დაცული კი არ იქნები, არამედ მეტად იქნები სწორედ მათზე დამოკიდებული და მისი მძევალი გახდები.

საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, - რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ დაეყრდნობი ძალოვან სტრუქტურებს, მათ ბევრის უფლებასა და საშუალებას მისცემ, ამით მით მეტად ინფორმირებული და დაცული კი არ იქნები, არამედ მეტად იქნები სწორედ მათზე დამოკიდებული და მისი მძევალი გახდები

ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან ეს ინფორმაცია ამ სტრუქტურებიდან ან ჟონავს, ან გამოგდება ხდება გარკვეული მიზნით. საქართველოში ყველა ხელისუფლება 2003-შიც და 2012 -შიც ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით შეიცვალა.

საქართველოში ყველა ხელისუფლება 2003-შიც და 2012-შიც ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით შეიცვალა

დღეს საქართველოში სამოქალაქო ხელისუფლება კი არ აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, არამედ ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ პოლიტიკური პარტიებს, მათ შორის მმართველ გუნდს. ასეა, რადგან სწორედ ისინი არიან სახელისუფლებო გუნდის წევრები.

- „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ ოპოზიცია სუსტია. უფრო ხშირად გვესმის, რომ მათ არაკონსტრუქციული ოპოზიცია ჰყავს. მოკლედ, ვერა და ვერ ვიღებთ მეტ-ნაკლებად გამართულ პოლიტიკურ სისტემას.

2 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისსა და რეგიონებში 664 მაჟორიტრი და თბილისსა და რეგიონებში პროპორციული სიით 1410 დეპუტატია ასარჩევი, მაგრამ თუ ამ პროცესში სუსი და შსს მართლაც იმ დოზითაა ჩართული, როგორც ამბობენ, ბევრი რამ მართლაც გაუგებარი ხდება.

გასაგებია, რომ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, მაგრამ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რომელი მმართველი გუნდიც არ უნდა გვყავდეს ყველას მართვა საბჭოურ სისტემას და სსრკ-ს დროინდელ მმართველ პარტიას ემსგავსება?

- არ შეიძლება ისეთმა პარტიებმა შექმნან დემოკრატიული სისტემა, რომლებშიც არსებულ ვითარებას, მხედველობაში მაქვს მათი შიდა პარტიული სტრუქტურა, დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

არ შეიძლება ისეთმა პარტიებმა შექმნან დემოკრატიული სისტემა, რომლებშიც არსებულ ვითარებას, მხედველობაში მაქვს მათი შიდა პარტიული სტრუქტურა, დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ჩვენთან პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთი კაცის, ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კოოპერატივს, რომლებიც არიან პარტიის წევრების უფროსები, რომლებიც მათ სჭირდებათ გარკვეული პოლიტიკური წონისა და ძალის შესაძენად.

ფაქტიურად ეს რეალურად ძალაც არ არის, რადგან ბარიერის გამუდმებით დაწევამ გამოიწვია ის, რომ კიდევ უფრო დაქუცმაცდა პარტიები. იმ პარტიებმაც კი, ვინც 2-3% მიიღეს ხმების, ისინიც კი დაიყვნენ.

ამიტომაა რომ ახლა ყველა დაბალი ბარიერისთვის იბრძვის რომ შემდეგ 15-20 ათასი ხმა მიიღონ და ასე მოახერხონ პარლამენტში შესვლა. რაც უფრო სუსტია ქვეყანაში პარტიული სისტემა, ის უფრო მარტივად ექვემდებარება ძალოვანი სტრუქტურების კონტროლს.

დღეს ქვეყანაში დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სისუსტე. ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე არც პოლიტიკური პროცესი და არც რეალური დემოკრატია არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ჩვენში ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს.

დღეს ქვეყანაში დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სისუსტე. ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე არც პოლიტიკური პროცესი და არც რეალური დემოკრატია არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ჩვენში ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს

ეს რომ ასეა, ამისთვის საკმარისია გადავხედოთ პოლიტიკური პარტიების ლიდერშიფებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რომ ყოფილი ძალოვანია.

- ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდის მტკიცებით 2 ოქტომბერი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი რიტორიკა აშკარად სცდება მუნიციპალური არჩევნების თემატიკას.

ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხია - 2 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის. თქვენთვის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის?

- მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩემი აზრით, ოპოზიცია ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. რეგიონებში გახლდით და ვნახე თუ როგორია მოსახლეობის განწყობა. კი არის ხელისუფლების მიმართ გაბრაზება ბევრი რამის გამო, მაგრამ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მაშველი რგოლი ოპოზიციაა.

2 ოქტომბრის არჩევნები არის პირველი არჩევნები, როდესაც არჩევნებში მონაწილე ბევრ პარტიებს ფორმალურადაც კი არ აქვთ საარჩევნო პროგრამები, ანუ პრაქტიკულად მოქალაქებს არაფერს არ სთავაზობენ. ადგილობრივი თვითმმართველობა რაც არ უნდა სუსტი იყოს, მას მაინც ბევრი რამ ევალება იმისათვის რომ მოქალაქეებს მოუგვაროს პრობლემები.

ადამიანები, რომლებიც მიდიან ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ხედავენ რომ ოპოზიცია მათ სრულიად სხვა თემებზე ელაპარაკება და არა იმაზე, რაც აწუხებთ და აინტერესებთ პირველ რიგში. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება ეს არჩევნები, მაგრამ ის, რომ არჩევნებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ ოპოზიციას ძალიან ავნო, ეს ჩემთვის სრულიად ნათელია.

ადამიანები, რომლებიც მიდიან ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ხედავენ რომ ოპოზიცია მათ სრულიად სხვა თემებზე ელაპარაკება და არა იმაზე, რაც აწუხებთ და აინტერესებთ პირველ რიგში. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება ეს არჩევნები, მაგრამ ის, რომ არჩევნებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ ოპოზიციას ძალიან ავნო, ეს ჩემთვის სრულიად ნათელია

მხედველობაში მაქვს ის, რომ არის ლოზუნგი - 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი და ამაზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი. სამწუხაროა, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებს წინასაარჩევნო პროგრამებიც კი არ აქვთ. ასეთი რამ მართლაც არასდროს არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, 30 წლის მანძილზე მე არ მახსოვს.

- მესმის, რომ სამართლებრივად ასეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი რეფერენდუმად თვლის.

რადგან ოპოზიციის ნაწილი 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად თვლის, იგი დაინტერესებულია ამ არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს. არადა, ქვეყანაში პოლიტიკური კლასის მიმართ ნიჰილიზმი და უნდობლობა დიდია და ეს ეხება ყველას, მგონი სადაო არაა. მდგომარეობას რომ ამძიმებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ფაქტია.

დარჩენილ დროში რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, და რა შანსები აქვს მმართველ გუნდს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება?

- ვფიქრობ, რომ ვინც დღეს რეფერენდუმზეა ორიენტირებული, ბევრს არც არაფერს იძლევა. ის ვინც ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი, მაინც ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს ხმას. ეს ამომრჩეველი აშკარად გამოკვეთილია. არის ამომრჩეველთა ნაწილი, რომელთანაც სამუშაო აქვს ოპოზიციას, რომელთანაც ჯერჯერობით ვერ მუშაობს.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან ერთადერთი ვინც მუშაობს, ისევ ხელისუფლებაა, მაგრამ ხელისუფლება იმდენ სისულელეს აკეთებს, თუ მან წააგო, ეს ოპოზიციის დამსახურება კი არ იქნება, არამედ თავად მმართველი გუნდის.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან ერთადერთი ვინც მუშაობს, ისევ ხელისუფლებაა, მაგრამ ხელისუფლება იმდენ სისულელეს აკეთებს, თუ მან წააგო, ეს ოპოზიციის დამსახურება კი არ იქნება, არამედ თავად მმართველი გუნდის

ძალიან დიდი მონდომება უნდოდა იმას, რაც ხელისუფლებამ გააკეთა. თუნდაც ერთ თვის წინ ოპოზიცია საკმაოდ დაქსაქსული იყო, მხედველობაში მაქვს მისი სუსტი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ ხელისუფლებამ თავისი ქცევით გაუჩინა ოპოზიციას გარკვეულ რეგიონებში გამარჯვების შანსები.

ხელისუფლება დღეს ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ დადებითი განწყობის შექმნაზე, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს „ნაცმოძრაობის“ მიმართ შექმნას უარყოფითი განწყობა.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ თუ რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოჩნდა, რის გამოც არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იქნება, ხალხის არჩევნებზე მიყვანა გაჭირდება.

რა შეიძლება იყოს ამგვარი „დამატებითი გარემოება“? ამგვარი გარემოება შეიძლება აღმოჩნდეს მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის არჩევნებამდე ჩამოსვლა?

- არ ველოდები არჩევნებამდე მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას. თუ საქართველოში არ დაიწყო რევოლუცია და არ შეიცვალა ხელისუფლება, არ მოხდა ძალოვანი სისტემის სრული პარალიზება, სააკაშვილი ჩამოსვლას ვერ გაბედავს.

არ ველოდები არჩევნებამდე მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას. თუ საქართველოში არ დაიწყო რევოლუცია და არ შეიცვალა ხელისუფლება, არ მოხდა ძალოვანი სისტემის სრული პარალიზება, სააკაშვილი ჩამოსვლას ვერ გაბედავს

რაც შეეხება დაბალ აქტიურობას, დაბალი აქტიურობა ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლო არის. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ახერხებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას და მისი ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანას.

მაგრამ, არის ერთი მაგრამ, მმართველი გუნდი არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ამომრჩეველს კი მიიყვანს, მაგრამ ეს ადამიანები ხელისუფლებას მისცემენ თუ არა ხმას, ეს მმართველმა ძალამ არ იცის. ეს არის ხელისუფლების დიდი პრობლემა. მან შეიძლება მიიყვანოს არჩევნებზე ამომრჩეველი, მაგრამ ხალხში იმდენად ცუდი იყოს მის მიმართ განწყობა, რომ მათი არჩევანი მათ სასარგებლო არ იყოს.

მმართველი გუნდი არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ამომრჩეველს კი მიიყვანს, მაგრამ ეს ადამიანები ხელისუფლებას მისცემენ თუ არა ხმას, ეს მმართველმა ძალამ არ იცის. ეს არის ხელისუფლების დიდი პრობლემა

ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი ვიცი, სადაც უბრალოდ ხელისუფლებამ ისეთი სისულელები დაატრიალა კანდიდატების შერჩევის დროს, რომ მან საკმაოდ კარგად გამართულ მუნიციპალიტეტებიც კი დაშალა პრაქტიკულად. რა შედეგს მოუტანს ეს ხელისუფლებას არავინ არ იცის.

- „ნაციონალებიდა ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებითქართული ოცნებასაქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს. ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება.

ამ ბრალდებებს სულ ახლახან ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გამყალბებელი ბელორუსის ცესკო-ს წარმომადგენლების ჩვენს არჩევნებზე მოწვევაც დაემატა.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომქართული ოცნებამიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ცდილობს კრემლთან ურთიერთობების ფარულად დალაგებას?

- პირველ რიგში, მე რასაც ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ ცდილობს მიშელის დოკუმენტის დარღვევით გააკეთოს ის, რომ საზოგადოებას უჩვენოს თავისი სუვერენიტეტი. ისინი ცდილობენ უპასუხონ ამომრჩევლის ანტიდასავლური ნაწილის განწყობას. ჩვენ დასავლეთს ყველაფერში კი არ ვემორჩილებით, ჩვენ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნებაც გვაქვს და როცა საჭიროა, ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვიცავთ.

ჩემი აზრით, ამგვარი რიტორიკით ღარიბაშვილი და კობახიძე ცდილობენ ამომრჩეველსს აჩვენონ, რომ მათ თავისი დამოუკიდებელი იმიჯი აქვთ.

ბელორუსის საარჩევნო კომისია ჩამოვა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. წინა წლებში ისეთი ქვეყნების საარჩევნო კომისიები იყვნენ ჩამოსული, ისინი თუ საერთოდ ატარებდნენ არჩევნებს, ისიც არ ვიცოდით.

„ქართული ოცნება“ იმდენად აიხლართა თავის პოლიტიკურ ნაბიჯებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, ეს პროცესი რამდენად შორს წავა. „ქართული ოცნება“ ამერიკელებთან და ნატოსთან ურთიერთობებს ინარჩუნებს, მათ ფარვატერშია, მონაწილეობა მიიღო ავღანეთიდან ძალების გამოყვანაში, საქართველოში სამხედრო წრვთნები ჩაატარა, მაგრამ, „ქართული ოცნება“ ცდილობს დასავლეთს ასეთი რამ უთხრას - პოლიტიკაში მოგყვებით, მაგრამ ჩვენს საშინაო საქმეებში მოგვეცით საშუალება უფრო ნაკლები დემოკრატიით ვმართოთ ქვეყანა იმისათვის რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, დასავლეთის მისამართით ამგვარი გზავნილი ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს დასავლეთს ასეთი რამ უთხრას - პოლიტიკაში მოგყვებით, მაგრამ ჩვენს საშინაო საქმეებში მოგვეცით საშუალება უფრო ნაკლები დემოკრატიით ვმართოთ ქვეყანა იმისათვის რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, დასავლეთის მისამართით ამგვარი გზავნილი ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა

- ქართული ოცნებისადანაცმოძრაობისსაარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა მეტ-ნაკლებად გასაგებია.

როგორ შეაფასებდით არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური ძალების საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას? რომელი მათგანი შეიძლება მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის?

- ფაქტობრივად, ახლა გახარია ცდილობს მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, თუმცა, ეს საკმაოდ გაუჭირდება. მას აქვს პიროვნული რეიტინგი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან რთულია თქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს თავად გახარიას გუნდი.

როდესაც ვსაუბრობდი მაზე, რომ ყოფილი ძალოვნები საკმაოდ მრავლად არიან პოლიტიკაში წარმოდგენილი, ეს გახარიას პარტიასაც ეხება. მისი პარტიის მმართველი ნაწილიც დაკომპლექტებულია ყოფილი სუსელებით და შსს-ს ყოფილი თანამშრომლებით. რამდენად არიან ეს ადამიანები ადეკვატური პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში დრო გვანახებს. ფაქტია, რომ გახარიას პარტიიდან დებატებში სულ 2-3 კაცი მონაწილეობს.

სხვა პარტიეები აუტსაიდერების როლში არიან. ისინი ცდილობენ ფრაგმენტული როლი შეასრულონ. მათი ამოცანაა ბარიერი გადალახონ და საკრებულოებში თითო კაცი მაინც გაიყვანონ. ვნახოთ, ამასაც მოახერხებენ თუ არა.

- ამას წინათ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „არჩევნები ვნებიანი იქნება და საარჩევნო კამპანიები - მყრალი, არჩევნების შემდეგ მყისიერად სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადავალთ.“

სამწუხაროდ, ბატონი ალექსანდრეს პროგნოზის პირველი ნაწილი იმის შესახებ, რომ „არჩევნები ვნებიანი იქნება და საარჩევნო კამპანიები - მყრალი,” გამართლდა.

მე კითხვას ისევ მისი პროგნოზის მეორე ნაწილიდან დავსვამდი - „არჩევნების შემდეგ მყისიერად როგორ სხვა რეალობაში“ აღმოჩნდება ქვეყანა?

- არჩევნების შემდეგ ქვეყანა არანაირ სხვა რეალობაში არ აღმოჩნდება. ამ არჩევნებზე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ისეთი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, რომ გადატეხოს ოპონენტი ძალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაძლიერდება.

ამ არჩევნებზე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ისეთი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, რომ გადატეხოს ოპონენტი ძალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაძლიერდება

დღეს როგორც მიდის საქმე ქვეყანაში, რთული წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში ხმების 50% მიიღოს, ეს კი ოპოზიციას მისცემს იმის საშუალებას რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დააყენოს. პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების შემდეგაც სერიოზულადაც გაგრძელდება.

დღეს როგორც მიდის საქმე ქვეყანაში, რთული წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში ხმების 50% მიიღოს, ეს კი ოპოზიციას მისცემს იმის საშუალებას რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დააყენოს. პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების შემდეგაც სერიოზულადაც გაგრძელდება

როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან, ჩემი აზრით, ხელისუფლება აქცენტს კვლავ ძალოვან სტრუქტურებზე გააკეთებს, რაც იქნება სერიოზული შეცდომა. ამ შეცდომას უშვებდა შევარდნაძე, ეს შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა და ახლა იგივე შეცდომებს იმეორებს „ქართული ოცნებაც“.

ეს კი ყველაზე უფრო არაპროგნოზირებადს გახდის სიტუაციას, რადგან ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში მთლიანად გახდება ძალოვნებზე დამოკიდებული. ჩემი აზრით, ახლა მთავარი საკითხია როდის გაყიდიან ძალოვნები ხელისუფლებას. ასეა, რადგან ხელისუფლებას სხვა მდგენელი უკვე აღარ გააჩნია.

პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსების რეიტინგები ქვეყნდება, თუ კახი კალაძეს არ ჩავთვლით იქ ხელისუფლების წარმომადგენლები აუტსაიდერები არიან. ლიდერობენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები - მელია, გახარია თუ სხვები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კაპიტალი ძალიან დაბალი აქვს. ეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო სიტუაციას ქმნის.

ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, ხელისუფლება იწყებს საყრდენების ძებნას და ყველაზე ხშირად ეყრდნობა ხოლმე ძალოვან სტრუქტურებს და ცდილობს მათი მეშვეობით რაღაცები აკონტროლოს, ვიღაცებზე კომპრომატები მოაგროვოს და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს