ირაკლი მეზურნიშვილი - იმ ღირსეული გუნდით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კასპში წარადგინა, გაგრძელდება განვითარება

„ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. დარწმუნებული ვარ, იმ ღირსეული გუნდით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კასპში წარადგინა, გაგრძელდება განვითარება - განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ,,ქართული ოცნების’’ კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე.

ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, „ქართული ოცნებამ“ კასპის მუნიციპალიტეტში ისტორიული პროექტები განახორციელა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური პარკის და პროფესიული კოლეჯის მნიშვნელობაზე.

„სასწაული ემოციაა, როდესაც კასპს ჰყავს თავისი საფეხბურთო კლუბი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელია. მინდა აღვნიშნო პროფესიული კოლეჯი, სადაც ერთ თვეში, დაახლოებით 200-ზე მეტი ბენეფიციარი დარეგისტრირდა და ისინი ჩარიცხული იქნებიან სხვადასხვა ვიწრო სპეციალობების მიმართულებით, კომპანიები ჩართულნი არიან, რათა მოხდეს მათი შემდგომი დასაქმება. დღეს, კასპს აქვს უნიკალური ინფრასტრუქტურა ტექნოლოგიური პარკის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულება. პირველივე წლიდან, როდესაც მაჟორიტარი გავხდი, ჩვენს ბიუროში განვახორციელეთ გადამზადების პროგრამა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ, უნიჭიერესი თაობაა კასპში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ძალიან დიდი შედეგები გვექნება განათლების მიმართულებით. ასევე, ისტორიული პროექტი განხორციელდა სოფელ ხოვლეში, აშენდა ისტორიული სკოლა. ამ პროექტების უკან რეალური ადამიანები დგანან - რეალური ემოციებით. რა თქმა უნდა, ჩვენს რაიონში გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ღირსეული გუნდით, რომელიც წარადგინა, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ’’ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა