ირაკლი ღარიბაშვილი - მორიგი ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთი მორიგი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს.

„მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ჩვენ მისი მორიგი პროვოკაციული გამოსვლა ვნახეთ და საუბრობს ჯარზე, რომ „ქართულ ოცნებას“ თურმე როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მისი თავდაცვის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მე მერგო პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ სამუშაოები ბოლო ერთ წელში, არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელი - ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა ევროპული, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები და ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი. სააკაშვილის დროს, კარგად გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ ომში როგორ მოიქცა. ჯერ თავი დაამახსოვრა მთელ მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ კარგად მიწაზე გართხმული, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად. დღეს, ისევ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ. ვერ შეარყიეს სახელმწიფო. ბოლო 9 წელია, იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, მაგრამ ვერ შეარყიეს.

ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად, 7 არჩევნებში და ახლა ცდილობენ გარკვეული მანიპულაციებით, თავიანთი ბინძური ხელწერით დესტაბილიზაციის შემოტანას, შფოთვის შემოტანას, საზოგადოების დაძაბვას და ამ ფსიქოლოგიური ომის მასშტაბების გაზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა