ირაკლი შიოშვილმა და როსტომ სესიაშვილმა ახალსოფელში სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვის პროცესი დაათვალიერეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ, სადაც ივლისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გადახურვის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყვარელში 60-მდე საცხოვრებელი სახლი უკვე გადაიხურა, ეს პროცესი გრძელდება და აგვისტოს თვეში განმეორებით მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვაც, მთავრობის მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ცნობისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში ზაფხულის პერიოდში, რამდენჯერმე მომხდარი სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო