ანა დოლიძემ გალაკტიონის ხიდზე პროგრამა - „მტკვარი ხალხისთვის“ წარადგინა

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ გალაკტიონის ხიდზე პროგრამა - „მტკვარი ხალხისთვის“ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტია „ხალხისთვის“ წევრებმა სიმბოლურად ხიდზე ანა დოლიძის საარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები გადაფინეს - „მტკვარი ხალხისთვის“, „თბილისი ზრუნავს“.

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ვართ ღარიბი ხალხი, არადა სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ტყუილი. ჩვენ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, უბრალოდ იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაქვს არ ვიყენებთ სწორად. ერთ - ერთი ასეთი სფერო, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ხელისუფლების ჩავარდნა, არის წყალი. წყალში არის სწორედ კორუფცია; ჩაწყობა; ტყუილად დახარჯული ბიუჯეტის ფული; წყალში არის ზუსტად მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა. თბილისის გარდა, ქუთაისი და შეიძლება ერთი, ორი ქალაქია, სადაც არის 24-საათიანი წყალმომარაგება. 21-ე საუკუნეში ეს უბრალოდ სირცხვილია. თბილისში ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე წერტილი გვაქვს მტკვარი. მტკვარი არის არაჩვეულებრივი რესურსი. დღეს ევროპის ყველა დედაქალაქში ბოლომდე ათვისებულია მდინარის რესურსი. ის გამოიყენება, როგორც განსაკუთრებული სატრანსპორტო საშუალება. გამოიყენება როგორც დასასვენებელი საშუალება მოსახლეობისთვის, როგორც ტურისტული საშუალება. ამსტერდამი, რომი, ბუდაპეშტი, თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც მე ვცხოვრობდი. ყველგან მდინარე არის მთავარი არტერია. ჩვენ სად ვართ?! დედაქალაქში დღემდე არ დასრულებულა გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხი, ამიტომ თბილისის კანალიზაცია, სამწუხაროდ, ისევ ამ მდინარეში ჩაედინება. ჩვენ ვქომაგობდით რიონს და რიონის გადარჩენის საკითხს, არადა მტკვარია გადასარჩენია. მტკვარი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი სატრანსპორტო კვანძი მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად და პირიქით. დღეს თითქმის მთელ ქალაქს უნდა შემოუარო, რომ ერთი სანაპიროდან მეორე მხარეზე მოხვდე. აქ შეიძლება მოეწყოს მშვენიერი სატრანსპორტო, ეკოლოგიურად სუფთა არტერია. ასევე მტკვარი არის არაჩვეულებრივი რეკრეაციული ზონა, სადაც გაკეთდება დასასვენებელი ადგილები, პლაჟები თბილისის მოსახლეობისთვის, ისევე როგორც არის ყველა ევროპულ დედაქალაქში. და, რა თქმა უნდა, მტკვარი არის არაჩვეულებრივი ტურისტული მიზიდულობის ძალა. მტკვარი რომ დღეს იყოს სუფთა, მოვლილი შეიძლება გახდეს ისეთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, რაც თბილისს კიდევ უფრო სასურველს გახდის ვიზიტორებისთვის. მტკვარი ჩვენია და მტკვარი უნდა იყოს ხალხისთვის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა