2018 წელს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერთან შესახვედრად მივიდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 20 წლის თორნიკე მერებაშვილის მშობლები „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერთან შესახვედრად მივიდნენ.

გარდაცვლილის მშობლების განცხადებით, მკვლელობის საქმე გაყალბდა და დამნაშავეები დღემდე არ დასჯილან.

,,პრემიერთან გვინდოდა შეხვედრა და აქ ამის გამო მოვედით. შევძელით შეხვედრა, ვთხოვეთ, რომ გულთან მიიტანოს ჩვენი ტკივილი. შეგვხვდა, მოგვისმინა და გვითხრა, რომ ამ საქმით აუცილებლად დაინტერესდება. ვუთხარით, რომ გახარიას დროს გაყალბდა ეს საქმე და აუცილებლად უნდა მოხდეს ობიექტურად გამოძიება, ძალიან ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გაყალბდა და ასევე არის ბევრი მტკიცებულება იმისთვის, რომ ეს საქმე გაიხსნას. დაპირება მივიღეთ, მაგრამ ვნახოთ, ვცდილობ, იმედი ვიქონიო, ეს ჩემთვის ცდა იყო, ბოლო ცდა“, - განაცხადა თორნიკე მერებაშვილის დედამ ლალი ჯიოშვილმა.

,,ვითხოვთ იმას, რომ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება და მკვლელები დაკავებულები იყვნენ, მაგას ვითხოვთ, სხვას არაფერს, ეგ ვთხოვეთ პრემიერს, რომ გაყალბებულია საქმე და თაროდან ჩამოეღოთ და დაეწყოთ გამოძიება. ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს გაარკვევს, სხვას ვერაფერს გეტყვით წინასწარ“, - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ მერაბ მერებაშვილმა.

გამოძიების ვერსიით, მერებაშვილს, სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გარდაცვლილის მშობლების მტკიცებით, თორნიკე მერებაშვილი, რომელიც შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე თანასოფლელებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა, მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა