ზაზა გულიაშვილი - მე და ჩემს გუნდს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა გვაქვს

განვლილი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სოფლებამდე მისასვლელი ასფალტირებული გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, სპორტული მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების'' ქარელის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა წარდგენისას განაცხადა.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას'' და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

„მე და ჩემს გუნდს გვაქვს განვითარების რეალისტური და მკაფიო გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივების ინტერესებზეა მორგებული. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. კარგად ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე მუშაობა, რადგან უფლება არ მაქვს დიდი პასუხისმგებლობით არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ მშრომელ ადამიანებს.

მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ შუბითიძე, ყარამან როინიშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, გელა ჭყოიძე, გიგა მამისარაშვილი, კობა ნახუცრიშვილი, მიხეილ ხათაშვილი, ზაზა დაბრუნდაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი", - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა