ლევან სამუშიამ მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში „ლელოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის ცნობით, მარტვილში ვედიკარის, მუხურჩასა და ონოღიას „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალიოშა ჭიჭინავა იქნება.

როგორც ლევან სამუშიამ განაცხადა, 2 ოქტომბერს საეტაპო არჩევნებია და მოსახლეობის აქტიურობა არის გადამწყვეტი.

„ყველამ უნდა გადავდგათ ქვეყნისთვის საკეთილდღეო ნაბიჯი და ორ ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. „ლელოს" აქვს ხედვა და კონკრეტული გეგმა, რომელიც განავითარებს ქვეყანაში ყველა მიმართულებას, სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დავნებდეთ. ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი. რასაც დღეს ხელისუფლება ნერგავს, თითქოს მოქალაქის ხმას აზრი არ აქვს, არის ტყუილი, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. წელს იქნება დამკვირვებლების მასშტაბური რაოდენობა და „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების შანსი არ ექნება. რაც შეეხება „ლელოს", მისი მთავარი მიმართულება არის ადამიანი და მისი უფლებები. პარტიული რესურსით აუცილებლად ვიდგებით თქვენს გვერდით. ჩვენ არ გვაშინებს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კონკრეტულ მომენტში სხვებისთვის არ იყოს მისაღები მაგრამ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უკეთესი და კარგია“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ლელომ" რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის კამპანია აქტიურად გააგრძელა და ჩხოროწყუს მოსახლეობას მათ კანდიდატთან, დემნა ყალიჩავასთან ერთად შეხვდა.

„ჩხოროწყუს პარტიული სია კი ასე გამოიყურება: სიის პირველი ნომერი - კორნელი წურწუმია; ლესიჭინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბაკურ ხორავა; ქვედა ჩხოროწყუ - ნაკიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მანუჩარ ახალაია; ახუთის მაჟორიტარად - დევი გახარია.

ქალაქ სენაკში „ლელომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ადამია წარადგინა, ხოლო თეკლათის მაჟორიტარობისთვის მონიკა თოდუა იბრძოლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო