კახა კუჭავა - აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს

აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გორში მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

კუჭავას თქმით, ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები.

" როდესაც გორში ვართ, არ შეიძლება ემოციური არ იყოს ჩვენი გამოსვლა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიწევდა ჩვენი მიწა-წყლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და განსაკუთრებით კადრები გორიდან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. როდესაც ვსაუბრობთ გმირებზე, სიცოცხლეზე, რომელიც მათ გასწირეს ქვეყნისთვის, ეს უნდა მივიღოთ როგორც საფუძველი იმისა, რომ მეტად ვიზრუნოთ რათა სანუკვარი მიზანი-გაერთიანებული ქვეყანა, იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ნიშნავს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი, რადგან ოკუპაცია დროებითია და ოკუპაციას აუცილებლად დავასრულებთ! ევროპიდან ახლახანს დავბრუნდი. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელზეც ვადგავართ. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს. ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები, აუცილებელია ზრუნვა თითოეულ ოჯახზე. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამეთანხმებით ყველა, აუცილებლად სჭირდება კიდევ უფრო მეტი ზრუნვა დევნილ ოჯახებს, დევნილთა დასახლებებს, რომელთაც საკმაოდ ექცევათ ყურადღება, მაგრამ მეტია საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა იმ ოჯახებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან თავისი მედგარი სულით დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ძლიერი საქართველო, აუცილებელია სწორი ხედვის არსებობა, ხედვა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზანთან. ამისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს შედეგების დადებას. თუ არა გორში, სად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩემპიონებზე, შედეგებზე და წარმატებებზე. ჩვენ აქ ნამდვილად გვყავს გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით და გამარჯვებებით არაერთი სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ქართველს. ლადოს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი ოლიმპიური ჩემპიონობა, აღარ ჩამოვთვლი სხვა წარმატებებს, რა თქმა უნდა არის ის მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ელოდება 2 ოქტომბერს, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვება იქნება ოთხი წლის თავზე, როდესაც ლადო წარსდგება თქვენს წინაშე იმ შედეგებით და წარმატებით, რომელსაც მოუტანს თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტს",- განაცხად კუჭავამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს