ზუგდიდში 12 ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, გზების რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ჩვენი მთავარი მიზანია, მოქალაქეების კომფორტული მობილობის უზრუნველყოფა“, –აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზუგდიდში დამატებით 12 მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

,,აღმაშენებლის ქუჩაზე ვასრულებთ უკვე მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თავისთავში ასფალტის საფარის გარდა მოიცავდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე დღეში დამატებით ქალაქის 12 მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ასევე, გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში და უახლოეს პერიოდში რამდენიმე მიმართულება დაემატება",- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

ცნობისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალარინების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს