ავთანდილ თალაკვაძე - ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, წვერმაღალას პარკში ახალგაზრდებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს ის გეგმები გააცნო, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განახორციელებს.

„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და საინტერესო შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სტარტაპ პროექტების დაფინანსებით; პროფესიული განათლების მხარდაჭერა გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ღონისძიებები; სპორტული პროექტები და მეტი ჩართულობა სპორტში - ამ და სხვა ინიციატივებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე, განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელსაც მალე ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა